შინაარსზე გადასვლა

Fly From Here (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Fly From Here“
კომპოზიციაYes
ალბომიდან Fly from Here
გამოსვლის თარიღი 22 ივნისი, 2011 (2011-06-22)[1]
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 23:49
ხმისჩამწერი ლეიბლი Frontiers Records[2]
ავტორ(ებ)ი ტრევორ ჰორნი, ჯეფ დაუნზი, კრის სკუაირი, სტივ ჰაუ
პროდიუსერი ტრევორ ჰორნი[3]

Fly from Here“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის სიმღერა 2011 წლის ალბომიდან Fly from Here. იგი წარმოადგენს 25 წუთიან კომპოზიციას, რომელიც შედგება ექვსი ნაწილისგან. მასში შეტანილია ალბომის პირველი ექვსი კომპოზიცია - „Overture“, „Part I - We Can Fly“, „Part II - Sad Night at the Airfield“, „Part III - Madman at the Screens“, „Part IV - Bumpy Ride“ და „Part V - We Can Fly (Reprise)“. მასში წამყვან ვოკალს ასრულებს ჯგუფის ვოკალისტი ბენუა დევიდი, რომელმაც ჯონ ანდერსონი შეცვალა.

სიმღერას საფუძვლად უდევს ჯეფ დაუნზის და ტრევორ ჰორნის (The Buggles) დემო ვერსია, რომელიც მათ Yes-ში მოსვლამდე, 1980 წელს ჩაწერეს. 1981 წელს Yes-ის დაშლის შემდეგ ჰორნმა და დაუნზმა ჩაწერეს მეორე დემო. ორივე ჩანაწერი გამოყენებული იქნა „We Can Fly“-ს და „Sad Night at the Airfield“-ისათვის.

23 წუთისა და 49 წამის ხანგრძლივობით „Fly from Here“ არის ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი კომპოზიცია. სიმღერა „Solution“ ალბომიდან Open Your Eyes ორი წამით მოკლეა, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ იგი მთლიანი კომპოზიციაა. კრის სკუაირი „Fly From Here“-ს უწოდებდა „ჯგუფის 11-ე ეპიკურ კომპოზიციას, პირველს უკანასკნელი 15 წლის მანძილზე“.[4]

„We Can Fly“ და „We Can Fly (Reprise)“ გაერთიანებული სახით გამოიცა სინგლზე „We Can Fly“.

Yes
დამატებითი მუსიკოსები
  1. 1.0 1.1 Where are they now? - Yes. Bondegezou.co.uk. ციტირების თარიღი: 2011-06-12.
  2. Frontiers Records: Fly from Here. Frontiers Records. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
  3. Tatangelo, Wade (2011-03-10). „Yes' Squire on band's first album in a decade“. Bradenton Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2011-03-13.
  4. Miscali, Nikki M.. (2011-03-22) Affirmative Action. The Weekender. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2012-08-15.